воскресенье, 22 июня 2025 г.

ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება

 

24.01.2025  ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება: 

სწავლის მიზანი

მოსწავლეებს შეუძლიათ ადამიანთა თანასწორობისა და მათი განსხვავებულობის პრინციპების ახსნა.

მოსწავლეები აანალიზებენ თანასწორობასა და განსხვავებულობას.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები ხედავენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ადამიანებს შორის.

მოსწავლეები განიხილავენ, თუ რა შედეგები მოჰყვება განსხვავებულობას.

საჭირო მასალა

ინდივიდუალური მუშაობისათვის განკუთვნილი რვეულები ან ფურცლები, კალმები.

თუ მასწავლებელი ჯგუფურ მუშაობას აირჩევს, საჭირო იქნება დიდი ზომის ფურცლები და მარკერები.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფებში მუშაობა. დისკუსია.

 

მოსწავლეებმა შექმნეს 4-5 კაციან ჯგუფები.

განვმარტეთ, რომ დასვამთ შეკითხვებს, რომლებზეც მათ უნდა უპასუხონ ,,კი~ ან ,,არა~. მოსწავლეებმა ფურცელზე ჰორიზონტალურად უნდა დაწერონ ასოები ანიდან თანის ჩათვლით და ასოების ქვეშ საკმარისი ადგილი დატოვონ.

ვიწყებ იმ შეკითხვების დასმას ანიდან თანამდე, რომლებიც შეკითხვების პირველ ნუსხაშია წარმოდგენილი. მოსწავლეები თითოეულ შეკითხვას დადებით (კი) ან უარყოფით (არა) პასუხს სცემენ.  მოსწავლეებს ვუხსნი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ეეჭვებათ პასუხის სისწორე, აუცილებელია ერთ-ერთი (უფრო სავარაუდო პასუხი) შემოხაზონ.

 

 

შეკითხვების ნუსხა 1

შეკითხვების ნუსხა 2

ა. გიყვართ სპორტი?

ბ. უკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე?

გ. ატარებთ სათვალეებს?

დ. წყნარი ადამიანი ხართ?

ე. ნაღვლიანი ადამიანი ხართ?

ვ. ადვილად ცივდებით?

ზ. გეშინიათ სიმაღლის?

თ. ყავისფერი გირჩევნიათ თუ ლურჯი?

ა. შეგიძლიათ არსებობა სითხის მიღების გარეშე?

ბ. სუნთქავთ?

გ. მუდმივად წყლის ქვეშ ცხოვრობთ?

დ. ოდესმე წაქცეულხართ?

ე. გიყვართ კარგი ამინდი?

ვ. ენა გაქვთ?

ზ. შეგიძლიათ წყლის ზედაპირზე სიარული (როგორც ზოგიერთ მწერს)?

თ. იღლებით ხანდახან?

 

ვთხოვ თითოეული ჯგუფიდან ერთ მოსწავლეს, დაფაზე ჩამოწეროს პასუხები პირველ ნუსხაში მოცემულ შეკითხვებზე. დანარჩენმა მოსწავლეებმა უნდა შეადარონ თავიანთი პასუხები დაფაზე დაწერილ პასუხებს. არის განსხვავებები? შეიძლება ამ განსხვავებების შეჯამება?

ვთხოვ მოსწავლეებს, გასცენ პასუხები შეკითხვებს მეორე ნუსხიდან. ყოველი ჯგუფიდან ერთი მოსწავლე პასუხებს დაფაზე წერს და დანარჩენები ადარებენ თავიანთ პასუხებს დაფაზე დაწერილს. ამ შემთხვევაში განსხვავებები პასუხებს შორის თითქმის არ ფიქსირდება.

გავმართეთ დისკუსია.

Комментариев нет:

Отправить комментарий