воскресенье, 22 июня 2025 г.

ქალაქის თუ სოფლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები (ძეგლები); ქალაქის, სოფლის, ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებები.

 



 

16. 05. 2025 ქალაქის თუ სოფლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები (ძეგლები).

ისტორიულ–კულტურული ძეგლები

 

ქუთაისის დახასიათება სრული არ იქნება, თუ მოკლედ მაინც არ განვიხილავთ თვით ქალაქსა და მის მიდამოებში არსებულ კულტურულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს. თანამედროვე ქალაქის ირგვლივ ხშირად ვხვდებით ეგრეთ წოდებულ თანამგზავრ ქალაქებს და დაბებს, რომლებიც მეტწილად წარმოადგენენ სამრეწველო ცენტრებს და დასასვენებელ ადგილებს. თანამგზავრებს მათ იმიტომ უწოდებენ, რომ დიდი ქალაქის უშუალო ზეგავლენით წარმოიქმნებიან და მრავალფეროვანი უხილავი ძაფებით უკავშირდებიან მას. ისინი, როგორც წესი, წარმოადგენდნენ ციხესიმაგრეებს, სამონასტრო ცენტრებს და მეფე–დიდებულთა სასახლეებს. ძველმა ქუთაისმა თავისი განვითარების უმაღლეს დონეს ფეოდალური საქართველოს აღმავლობის ეპოქაში მიაღწია და მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა ჩვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, როგორც გაერთიანებული საქართველოს პირველმა დედაქალაქმა და მსხვილმა პოლიტიკურმა და კულტურულმა ცენტრმა. ამ გარემოების ერთ–ერთი დამადასტურებელია ქართველი ხალხის ისტორიის და კულტურის არაერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, შემორჩენილი ქუთაისში ან მის ახლო მისადგომებზე.
 

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი– ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნეების მიჯნაზე,ბაგრატ III–ის მეფობაში,ქუთაისში,უქიმერიონის გორაზე.ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი,ქორონიკონი იყო 223.(1003) თავისი ხურორთმოძრვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში,როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს.1692 წელს,როგორც ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს "შემუსრეს ოსმალთა".XIX საუკუნის 30_იან წლებამდე შემორჩენილი იყო დაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც,რასაც მოწმობს მხატვარ ნ.ჩერნეცოვის ჩანახატები.


A large cross in front of a building

AI-generated content may be incorrect.

 

 

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი– ქართული ხურორთმოძღვრული ანსამბლი,შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი.აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთიტ 11 კმ_ზე.მდინარე წყალწითელის ხეობაში.დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით.შემოქღუდულია გალავნით.ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი შენობები.შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

Gelati Monastery surrounded by trees

AI-generated content may be incorrect.

 

მოწამეთა

მოწამეთა–სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ მოწამეთას მახლობლად.მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად.მდინარე წყალწითელას ხეობაში.იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად.ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები,რომლებიც არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ,დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ.არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა,რაზეც მტკიცე უარი მიიღო.განრისხებულმა მურვან ყრუმ დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსენ.მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული.

A group of buildings in a forest

AI-generated content may be incorrect.

 

ქუთაისი ისტორიული ქალაქია, მისი არსებობა საუკუნეებს ითვლის.ის საქართველოში ერთერთი ქალაქია იმადგან რომელიც უშვალოდ გვესაუბრება ჩვენ წარსულის სიმწარესა და ამოავდროს იმ სიტკბოებაზე რასაც ქართველი ხალხი გრძნობდა მისი დაცვის დროს. აქედან გამომდინარე გასაკვირიც არ უნდა იყოს ის რომ მეორე დედაქალაქში უამრავი ღირსშესანიშნავი ძეგლია რის შესახებაც ვრცელ იმფორმაციას შემდეგ სიახლეებში მოგაწვდით ! ! !


30. 05. 2025 ქალაქის, სოფლის, ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებები.

რევაზ გამყრელიძე 1927წ. აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა, დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

რევაზ ვალერის ძე გამყრელიძე (დ. 4 თებერვალი1927ქუთაისი) — საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მათემატიკოსითამაზ გამყრელიძის ძმა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).


რევაზ გამყრელიძე 1945-1946 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 1946 წლიდან კი სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. აქ იგი ლევ პონტრიაგინის მოსწავლე იყო და თავდაპირველად ტოპოლოგიასა და ალგებრულ გეომეტრიას სწავლობდა. 1953 წელს გახდა მეცნიერებათა კანდიდატი, 1961 წელს კი დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 1953 წლიდან იგი მუშაობს სტეკლოვის ინსტიტუტში, სადაც 1988-1998 წლებში დიფერენციალური განტოლებებისა და კონტროლის თეორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

1955 წლიდან ლევ პონტრიაგინთან ერთად იგი ავითარებდა ოპტიმალურ კონტროლის თეორიას. მისმა წიგნმა ამ თეორიის შესახებ 1962 წელს ლენინის პრემია მოიპოვა. ოპტიმალური კონტროლის თეორია წარმოადგენდა მათემატიკურ მიდგომას თვითმფრინავებისა და რაკეტებისათვის ოპტიმალური ასაფრენი ბილიკის შექმნასთან დაკავშირებით.


გიორგი „ჟორა“ ვლადიმერის ძე შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი1910ქუთაისი — გ. 13 აპრილი1959თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.


საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის –ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომში მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.

გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „გიორგი სააკაძე“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „ჭრიჭინა“ (1954), „ცისკარა“ (1955) და სხვა.

დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.


ზაქარია ფალიაშვილი (დ. 16 აგვისტო [ ძვ. სტ. 3 აგვისტო]1871ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი1933თბილისი)


— ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში; 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1895–1899წწ. თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება(შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები); 1900–1903წწ. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში; აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს; 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий