воскресенье, 7 января 2024 г.

"საახალწლო ზღაპარი"

 28.12.2023








ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა

 28.12.2023



ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა

 დაფაზე ვწერ სიტყვას „თანამშრომლობა“ და ვთხოვ მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე ვწერ მოსწავლეთა მოსაზრებებს.

საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.

 ვესაუბრები მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.

მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ. კარგია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.

 ვეუბნები მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელია შემდეგი:

  • ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;

  • მოლაპარაკების უნარი;

  • საქმიანობისას როლების სწორად გადანაწილების უნარი.

შემდეგ ვეკითხები, თუ რა უნარებია კიდევ აუცილებელი თანამშრომლობისთვის?

თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას ვთავაზობ.

აქტივობა 1. ხელთათმანები

 მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას ვაძლევ: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენს კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისთვის ერთ დავალებას მოგცემთ:

მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანის გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ

დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.

დავალების შესრულების შემდეგ  კედელზე ვაკრავთ მოსწავლეთა ნამუშევრებს.

შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანამშრომლობა.

სიკეთე გადამდებია

 14.12.2023

ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ - სიკეთე

 გადამდებია

 ერთმანეთის დახმარება და ხელის გაწვდა გასაჭირში ძალიან კარგი თვისებაა ადამიანებში. მოსწავლეებმა გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან ამბები, როდესაც დახმარებიან ადამიანებს. შემდეგ ვნახეთ ვიდეორგოლები და ვომსჯელეთ:






ურთიერთობები უფროსებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან

 14.12.2023

ურთიერთობა უფროსებთან, თანაკლასელებთან


 ადამიანები ერთმანეთისგან იზოლირებულად ვერ იცხოვრებენ. ურთიერთქმედების პროცესში იქმნება ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. 





არის ქართული მშვენიერი სიტყვა: „სიამტკბილობით ცხოვრება.“ სიამტკბილობით ცხოვრება თავისით არ დამკვიდრდება, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია​ ერთმანეთს დავუთმოთ რაღაცეები. არ გავნაწყენდეთ უფროსები, მშობლები,მეგობრები, აგრეთვე  არ გავნაწყენდეთ. დათმობა ვისწავლოთ, ჩემო ძვირფასებო. როგორ გვიჭირს ეს პატარა რაღაც. დაუთმე, უთხარი: „იყოს, შენებურად იყოს."  
ვიყოთ საუკეთესოები, უფროსების და მეგობრებისთვის!

"ჯადოსნური სიტყვები" -- ათი ათასად ზრდილობა

 30.11.2023



ათასად კაცი დაფასდა - ათიათასად ზრდილობა.

ათასად კაცი დაფასდა,  ათიათასად ზრდილობა.

თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა.

ზრდილობა არის ღვთიური ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებისაკენ, რადგან ზრდილობიანმა ადამიანმა იცის სად, როგორ მოიქცეს.