воскресенье, 22 июня 2025 г.

14 აპრილი დედაენის დღე -- ქართული ენა უნიკალური, ულამაზესი, უძველესი!.. ვნების კვირა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

 


 04 2025 დედაენის დღე -- ქართული ენა უნიკალური, ულამაზესი, უძველესი!..

 

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

38 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა

ნამდვილად ვერ ნახავთ ბევრ ინგლისურენოვან უცხოელს, ვინც გადაწყვეტს შეისწავლოს ენა, რომელზეც 4.3 მილიონი ადამიანი საუბრობს სამხერთ კავკასიაში მდებარე – Georgia-ში. Georgia ქართულად Sakartvelo-ა და იწერება, როგორც „საქართველო“. ქართულის შესწავლისას პირველ რიგში ელფური დამწერლობის მსგავსი ანბანის სწავლა მოგიწევთ. ამის შემდგომ იწყება მთელი „გართობა.“ გარდა იმისა, რომ ქართული არ მოგვაგონებს არც ერთ სხვა ენას და აქვს აგლუტინაციური გრამატიკული სტრუქტურა,  ქართული ბგერები ინგლისურენოვან მოსაუბრეებს საკმაოდ დააბნევს, რადგან ქართველები იყენებენ ბევრ ყიისებრ გამოთქმას, რომელიც თითქოს თან ერთმანეთს ჰგავს (მაგალითად p და ‘p, რომელიც იწერება “ფ“ და „პ“), მაგრამ საერთოდ სხვანაირად ჟღერს. ქართველები არ არიან მიჩვეული უცხოელების მიერ მათ ენაზე საუბარს, ამიტომ ცოტა გაუჭირდებათ თქვენი გაგება, სანამ კარგად არ დახვეწავთ თქვენს მეტყველებას.

 

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ქართული დამწერლობის შესახებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის და ერთგვარ პოლიტიკურ შეფასებასაც აკეთებს.

აი რას ვკითხულობთ სტატიაში:

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა.

ქართული (საქართველო) – თურქეთსა და რუსეთს შორის, მცირე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, რომელთაც რუსეთის მიერ დაბატონება ემუქრებათ. უკანასკნელ საუკუნეში რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს თავდაპირველი ტერიტორიის ნახევარზე მეტის ანექსია მოახდინა. უფრო მეტიც, მუდმივი ზეწოლა მისი ტერიტორიების მისათვისებლად გამოიწვევს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების დაპატრონების სურვილი ადგილობრივი კულტურის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართული ანბანი მეტად დახვეწილია, იგი არაბულსაც წააგავს. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება.

 

25. 04 2025  ვნების კვირა

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.

ამ კვირის დიდ ხუთშაბათს მოეწყო კლასში ისო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი საბავშვო ფილმის ჩვენება. ფილმის მსვლელობისას გზადაგზა ხდებოდა მოსწავლეებისთვის უცხო სიტყვების ახსნა და ნაწყვეტების განხილვა:





 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий