სადამრიგებლო საათები 2023-24 ს წ მე-4 ბ კლასი
понедельник, 8 января 2024 г.
воскресенье, 7 января 2024 г.
ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა
28.12.2023
ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა
დაფაზე ვწერ სიტყვას „თანამშრომლობა“ და ვთხოვ მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე ვწერ მოსწავლეთა მოსაზრებებს.
საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.
ვესაუბრები მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.
მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ. კარგია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.
ვეუბნები მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელია შემდეგი:
ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;
მოლაპარაკების უნარი;
საქმიანობისას როლების სწორად გადანაწილების უნარი.
შემდეგ ვეკითხები, თუ რა უნარებია კიდევ აუცილებელი თანამშრომლობისთვის?
თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას ვთავაზობ.
აქტივობა 1. „ხელთათმანები“
მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას ვაძლევ: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენს კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისთვის ერთ დავალებას მოგცემთ:
მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანის გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ
დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.
დავალების შესრულების შემდეგ კედელზე ვაკრავთ მოსწავლეთა ნამუშევრებს.
შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანამშრომლობა.
სიკეთე გადამდებია
14.12.2023
ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ - სიკეთე
გადამდებია
ერთმანეთის დახმარება და ხელის გაწვდა გასაჭირში ძალიან კარგი თვისებაა ადამიანებში. მოსწავლეებმა გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან ამბები, როდესაც დახმარებიან ადამიანებს. შემდეგ ვნახეთ ვიდეორგოლები და ვომსჯელეთ:
ურთიერთობები უფროსებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან
14.12.2023
ურთიერთობა უფროსებთან, თანაკლასელებთან
ადამიანები ერთმანეთისგან იზოლირებულად ვერ იცხოვრებენ. ურთიერთქმედების პროცესში იქმნება ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.
"ჯადოსნური სიტყვები" -- ათი ათასად ზრდილობა
30.11.2023
ათასად კაცი დაფასდა - ათიათასად ზრდილობა.
ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა.
ზრდილობა არის ღვთიური ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებისაკენ, რადგან ზრდილობიანმა ადამიანმა იცის სად, როგორ მოიქცეს.
„სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“
26.11.2023
„სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“
კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ
გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისათვის,
როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც, ამ დროს მოსწავლეები
გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განავითარებენ უნარ-ჩვევებს,
გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას.
სწორედ ამიტომ ჩემს სადამრიგებლო კლასში მოეწყო
სასწავლო ექსკურსია:
ნოემბრის თვეში პროექტით --- „სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“
- ვესტუმრეთ გალაქტიონ და ტიციან ტაბიძის და
ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმებს, აგრეთვე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, რამაც წარუშლელი
შტაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.
პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
9.11.2023
თემა - ჯანსაღი ცხოვრების წესი - სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა,
ეპიდემიის, ჭრილობებისა და ტრავმებისაგან თავის დაცვა.
დღის რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და სპორტი.
ვისაუბრე თემებზე: „სუფთა გარემო“, „ჯანსაღი საკვები“, „უსაფრთხოების წესები“ აღვნიშნე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შევეჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, რაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას, ყოველდღიურ ვარჯიშებს, სწორი ძილის რეჟიმს და ა.შ. ეს განავითარებს ჩვენს ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზმის სწორ ზრდა-განვითარებას.
ბავშვები დიდი ინტერესით მისმენდნენ. შემდეგ დავყავი ჯგუფებად. დავურიგე ბროშურები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთხოვე წაეკითხათ, დაემუშავებინათ, გაეგოთ მეტი ინფორმაციები .დაისვა საინტერესო კითხვები და პასუხებიც იყო შესაბამისად სრული. ჯგუფებს დაევალათ შეექმნათ კედლის გაზეთები. ისინიც ხალისით ხატავდნენ, ჭრიდნენ, აწებებდნენ. წარმოადგინეს ნამუშევრები, ისაუბრეს ნახატების შესახებ. შეიმუშავეს უსაფრთხოების წესები. ისაუბრეს ჯანსაღ საკვებზე და მათ სარგებლიანობაზე. იმსჯელეს, რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს და როგორ მოქმედებს დანაგვიანებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბოლოს ყველამ ერთად დავალაგეთ ჩვენი დანაგვიანებული საკლასო ოთახი. ამით მიეჩვივნენ დასუფთავებას და მიხვდნენ, რომ სუფთა გარემო ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
ჰიგიენა ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია, ის არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. ჩვენ რეგულარულად უნდა დავიბანოთ და ნივთები გავრეცხოთ.
პირველი ნაბიჯიხელები წყლით დაისველეთ და საჭირო რაოდენობით საპონი წაისვით.
მეორე ნაბიჯი
ხელებზე ისე შეიზილეთ, რომ საპონი თანაბრად გადაანაწილოთ.
მესამე ნაბიჯი
სწორედ ასე შეიზილეთ ხელის ზურგზეც.
მეოთხე ნაბიჯი
ღრიჭო რომ მოიშოროთ, თითებს შორის ისე იმოძრავეთ, რომ მათ ერთმანეთი ჩაკეტოს.
ღრიჭო რომ მოიშოროთ, თითებს შორის ისე იმოძრავეთ, რომ მათ ერთმანეთი ჩაკეტოს.
მეხუთე ნაბიჯი
თითების უკანა ნაწილი კარგად უნდა დაიმასაჯოთ, თითის ბოლოები ერთმანეთით დაიზილეთ.
თითების უკანა ნაწილი კარგად უნდა დაიმასაჯოთ, თითის ბოლოები ერთმანეთით დაიზილეთ.
მეექვსე ნაბიჯიცერა თითი და მაჯის ბოლო ასევე გაიწმინდეთ.
მეშვიდე ნაბიჯი
ქცევის წესების შემუშავება
16.11.2023
თემა - ქცევის წესები
მიზანი: ხელი შევუწყო კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე გაუფრთხილდება სასკოლო, პირად თუ თანაკლასელთა ნივთებს.კლასში ქცევის წესების შემუშავება. წესები ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა და ურთიერთობაში (უფროსებთან
მისალმების, მიმართვის, ”თქვენ“ ფორმის გამოყენების საჭიროება, ხელის აწევის კულტურა, საკლასო ნივთების მოვლის აუცილებლობა;
საკუთარი და სხვისი საკუთრების გაფრთხილება).
· მოსწავლეებისათვის მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
· სკოლაში ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;
·
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ერთად წარმატებული სწავლისა და თანამშრომლობისთვის სკოლაში გვჭირდება წესები. განვუმარტე, რომ წესების დაცვას მივყავართ სასურველ შედეგამდე, წესების დაუცველობას კი - არეულობამდე. მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ვერავინ შეძლებს კარგად სწავლას, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოახდენენ საჭირო რეაგირებას დავალებაზე, ვერ მოისმენენ საინტერესო საკითხებს. ყოველივე ამის მოგვარებაში კი ყველას ჩვენი „ მეგობარი“ წესები დაგვეხმარებოდა. მოსწავლეებს ვთხოვე თვითონ მოეფიქრებინათ და აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი, ან მოყოლილი საინტერესო ზღაპარი კარგად მოესმინათ. მათ მოსაზრებებს ვუკეთებდი ფორმულირებას:
Ø როცა ერთი საუბრობს, სხვები ვუსმენთ.
Ø ერთმანეთს პატივი ვცეთ.
Ø მასწავლებლის დავალებები უნდა შეასრულო.
Ø გაკვეთილზე არ უნდა იხმაურო.
Ø პატივი უნდა სცე მეგობრის აზრს.
Ø უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნივთებს.
წესები დავაფიქსირეთ ფორმატზე, რომელიც გამოვაკარით საკლასო ოთახში. ერთობლივი ძალით შევქმენით და კედელზე გამოვაკარით.