16.11.2023
თემა - ქცევის წესები
მიზანი: ხელი შევუწყო კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე გაუფრთხილდება სასკოლო, პირად თუ თანაკლასელთა ნივთებს.კლასში ქცევის წესების შემუშავება. წესები ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა და ურთიერთობაში (უფროსებთან
მისალმების, მიმართვის, ”თქვენ“ ფორმის გამოყენების საჭიროება, ხელის აწევის კულტურა, საკლასო ნივთების მოვლის აუცილებლობა;
საკუთარი და სხვისი საკუთრების გაფრთხილება).
· მოსწავლეებისათვის მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
· სკოლაში ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;
·
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ერთად წარმატებული სწავლისა და თანამშრომლობისთვის სკოლაში გვჭირდება წესები. განვუმარტე, რომ წესების დაცვას მივყავართ სასურველ შედეგამდე, წესების დაუცველობას კი - არეულობამდე. მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ვერავინ შეძლებს კარგად სწავლას, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოახდენენ საჭირო რეაგირებას დავალებაზე, ვერ მოისმენენ საინტერესო საკითხებს. ყოველივე ამის მოგვარებაში კი ყველას ჩვენი „ მეგობარი“ წესები დაგვეხმარებოდა. მოსწავლეებს ვთხოვე თვითონ მოეფიქრებინათ და აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი, ან მოყოლილი საინტერესო ზღაპარი კარგად მოესმინათ. მათ მოსაზრებებს ვუკეთებდი ფორმულირებას:
Ø როცა ერთი საუბრობს, სხვები ვუსმენთ.
Ø ერთმანეთს პატივი ვცეთ.
Ø მასწავლებლის დავალებები უნდა შეასრულო.
Ø გაკვეთილზე არ უნდა იხმაურო.
Ø პატივი უნდა სცე მეგობრის აზრს.
Ø უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნივთებს.
წესები დავაფიქსირეთ ფორმატზე, რომელიც გამოვაკარით საკლასო ოთახში. ერთობლივი ძალით შევქმენით და კედელზე გამოვაკარით.
Комментариев нет:
Отправить комментарий