воскресенье, 7 января 2024 г.

უფლებათა დარღვევა იწვევს კომფლიქტს

 26.10.2023


უფლებათა დარღვევა იწვევს კონფლიქტებს

 კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსწავლეებს უფლებებსა და ვალდებულებებს. ვესაუბრები მათ, რომ უფლებათა დარღვევა იწვევს კონფლიქტებს.

 მოსწავლეებს ვთავაზობ სადისკუსიო თემებს:

  • შეუძლიათ თუ არა ბავშვებს აზრის გამოთქმა მაშინ, როდესაც ჯგუფის უმრავლესობა საწინააღმდეგო მოსაზრებას იზიარებს?

  • შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მოისმინონ განსხავებული მოსაზრება? (შევახსენებ, რომ ეს მათი ვალდებულებაა

  • რა უნდა მოიმოქმედონ ბავშვებმა იმისათვის, რომ კამათისას ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი (არ დაირღვეს აზრის გამოთქმის უფლება) და არ მოხდეს კონფლიქტი, უთანხმოება მათ შორის? 

ვუკითხავ ბავშვებს მოთხრობას

გოლიათის ქომაგი

ჯუჯათა ქალაქი ჯუჯათა მთის ძირას იყო განლაგებულიქალაქი ძალიან მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებით ცხოვრობდამაგრამ ერთ დღეს მათ ქალაქში ჩამობნელდა, თითქოს მზეს რაღაც გადაეფარაოეს თურმე გოლიათის ჩრდილი გახლდათრომელიც მშვიდად სეირნობდა ბუნებაშიის იმდენად დიდი იყორომ მისმა ჩრდილმა მთლიანად დაფარა ჯუჯათა ქალაქიჯუჯები ჩრდილისგან თავის დაღწევას შეეცადნენხან აქეთ ეცნენ, ხან - იქითმაგრამ ვერაფრით დააღწიეს თავი.

გოლიათი დაღლილი ჩანდამაგრამ მაინც სიამოვნებით ათვალიერებდა პატარა ბორცვებიან გარემოსბოლოს კი ვაკე ადგილი იპოვაწამოწვა და ტკბილად დაიძინა.

- ეს აღმაშფოთებელია- დაიყვირა ჯუჯების ბელადმათუ ის აქ სეირნობას გააგრძელებს, ყვავილებს დაგვიზიანებს!

- თანაც არემარე დაგვიჩრდილა!

- აღმაშფოთებელია- დაიყვირეს სხვა ჯუჯებმაც- სასწრაფოდ უნდა გავაძევოთ აქედან!

ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე დაბალი ჯუჯა ამ ამბავს გვერდიდან აკვირდებოდა და ფიქრობდაიქნებ სულაც არ არის ბოროტი ეს გოლიათითან ისე ღრმად ჩაეძინა, რომ ძალიან დაღლილი უნდა იყოსრომ გამოიღვიძებსიქნებ მასთან დამეგობრებაც ვცადოთ. რა საინტერესო იქნებაყველაზე პატარების ყველაზე დიდი მეგობარი“.

- შეჩერდით- მხნეობა მოიკრიბა და დაიყვირა ყველაზე ახალგაზრდა ჯუჯამ. - განა ეს გოლიათი ისეთივე ცოცხალი არსება არ არისროგორებიც ჩვენსიმაღლის გარდა ჩვენგან რამით განსხვავდებანუთუ მას არა აქვს უფლებადაისვენოს ჩვენს ქალაქთან ახლოს?

- არაფრის უფლება არა აქვს- კამათში ჩაერთო ყველაზე ხმამაღლა მყვირალა ჯუჯა. ტერიტორიაც ჩვენიაყვავილებიცა და მთებიცარ გვინდა აქ ისეირნოს ამ არსებამშენ კი ვინ გეკითხებაპაწაწუნა ჯუჯავგვაცალე უფროსებს მსჯელობა!

ახალგაზრდა ჯუჯას ძალიან ეტკინა გულითან გაბრაზდა და ის-ის იყოუნდა შებმოდა მყვირალა ჯუჯასრომ ამ დროს თვალწინ დაუდგა დაღლილი გოლიათის გაძევებარომელსაც არაფერი დაუშავებია და ძალიან შეეცოდა.

- არ გააგდოთცოდოაისიც ხომ ცოცხალი არსებაა- წამოიყვირა მან.

ჯუჯები ამ სიტყვებმა ცოტა ხნით გააჩერა.

- კი მაგრამ ყვავილები რომ გაგვითელოს- გამოთქვა მოსაზრება ერთ-ერთმა ბრაზიანმა ჯუჯამ- ან რა ვიცითრას უნდა ველოდოთ მისგანვერ ხედავრომ ჩვენგან განსხვავებულია?!

- განსხვავებულიამაგრამ შეატყვეთ მასრომ ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდაუბრალოდ ძალიან დიდია და გრძელი ჩრდილიც ამიტომ აქვსუბრალოდ ასეთი არსება ჩვენ არასდროს გვინახავსიქნებ ჯერ გავიცნოთ და ვნახოთვინ არის სინამდვილეში.

- მართალია ახალგაზრდა ჯუჯა- ჩაება საუბარში ყველაზე მხცოვანითეთრწვერა ჯუჯა.

- გოლიათი მართლაც ისეთივეაროგორიც ჩვენრატომ არ უნდა გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ?!

ჩვენ ხომ ვმეგობრობთ კურდღლებთანჩიტებთანისინიც ხომ ჩვენგან განსხვავებულები არიან?!

- ძმებო- მიმართა მხცოვანმა ჯუჯამ დანარჩენ ჯუჯებს- ვინ ფიქრობსრომ გოლიათი არ უნდა გავაგდოთ და როგორც სტუმარიისე მივიღოთ?

- მემე- გაისმა სხვადასხვა მხრიდან ჯუჯათა შეძახილები.

საბოლოოდ აღმოჩნდარომ ჯუჯათა უმრავლესობა სტუმრის სათანადოდ მიღების მომხრე იყოამიტომჯუჯებმა მიიღეს გადაწყვეტილებაარ გაეძევებინათ გოლიათი და იქით გაემართნენსადაც უშფოთველად ეძინა დაღლილ სტუმარს.

Комментариев нет:

Отправить комментарий