воскресенье, 7 июля 2024 г.

სადამრიგებლო საათი პირველი კლასი -- დროის ყადრი


25.01.2024 კლასში ჩავატარე კლასის საათი თემაზე „ დროის ყადრი’ განვიხილეთ მოთხრობა "საათი"

         რა მოხდებოდა სამყაროში ,საათი რომ არ არსებობდეს? ამ კითხვაზე მოსწავლეებმა განსხვავებული პასუხი გასცეს. რომ დააგვიანდებოდათ სკოლაში,  ვერ გაიგებდნენ გაკვეთილების დაწყებასა და დამამთავრებას. იქნებოდა უწესრიგობა.

        მოისმინეს ზღაპარი ‘საათი“.უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და ბოლოს დახატეს საათი.








სადამრიგებლო საათი -- მინდა ვიყო ჯანმრთელი ადამიანი;

   25.01.2024  ჩავატარე სადამრიგებლო საათი

მიმართულება:გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

თემა: ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები.

   ვისაუბრეთ,რომ კვება  აუცილებელია ადამიანის ზრდა-განვითარებისათვის.სწორი კვება და ჯანსაღი საკვები ჯანმრთელობის საწინდარია.მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ არაჯანსაღი საკვების ხშირად მიღება არ შეიძლება. 






воскресенье, 7 января 2024 г.

"საახალწლო ზღაპარი"

 26.12.2023

საახალწლო ღონისძიება



























ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა

 28.12.2023



ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა

 დაფაზე ვწერ სიტყვას „თანამშრომლობა“ და ვთხოვ მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე ვწერ მოსწავლეთა მოსაზრებებს.

საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.

 ვესაუბრები მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.

მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ. კარგია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.

 ვეუბნები მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელია შემდეგი:

  • ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;

  • მოლაპარაკების უნარი;

  • საქმიანობისას როლების სწორად გადანაწილების უნარი.

შემდეგ ვეკითხები, თუ რა უნარებია კიდევ აუცილებელი თანამშრომლობისთვის?

თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას ვთავაზობ.

აქტივობა 1. ხელთათმანები

 მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას ვაძლევ: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენს კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისთვის ერთ დავალებას მოგცემთ:

მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანის გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ

დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.

დავალების შესრულების შემდეგ  კედელზე ვაკრავთ მოსწავლეთა ნამუშევრებს.

შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანამშრომლობა.

სიკეთე გადამდებია

 14.12.2023

ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ - სიკეთე

 გადამდებია

 ერთმანეთის დახმარება და ხელის გაწვდა გასაჭირში ძალიან კარგი თვისებაა ადამიანებში. მოსწავლეებმა გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან ამბები, როდესაც დახმარებიან ადამიანებს. შემდეგ ვნახეთ ვიდეორგოლები და ვომსჯელეთ:






ურთიერთობები უფროსებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან

 14.12.2023

ურთიერთობა უფროსებთან, თანაკლასელებთან


 ადამიანები ერთმანეთისგან იზოლირებულად ვერ იცხოვრებენ. ურთიერთქმედების პროცესში იქმნება ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. 





არის ქართული მშვენიერი სიტყვა: „სიამტკბილობით ცხოვრება.“ სიამტკბილობით ცხოვრება თავისით არ დამკვიდრდება, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია​ ერთმანეთს დავუთმოთ რაღაცეები. არ გავნაწყენდეთ უფროსები, მშობლები,მეგობრები, აგრეთვე  არ გავნაწყენდეთ. დათმობა ვისწავლოთ, ჩემო ძვირფასებო. როგორ გვიჭირს ეს პატარა რაღაც. დაუთმე, უთხარი: „იყოს, შენებურად იყოს."  
ვიყოთ საუკეთესოები, უფროსების და მეგობრებისთვის!

"ჯადოსნური სიტყვები" -- ათი ათასად ზრდილობა

 30.11.2023



ათასად კაცი დაფასდა - ათიათასად ზრდილობა.

ათასად კაცი დაფასდა,  ათიათასად ზრდილობა.

თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა.

ზრდილობა არის ღვთიური ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებისაკენ, რადგან ზრდილობიანმა ადამიანმა იცის სად, როგორ მოიქცეს.







„სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“

 26.11.2023

 „სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“ 







              კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისათვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც, ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განავითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას.

        სწორედ ამიტომ ჩემს სადამრიგებლო კლასში მოეწყო სასწავლო ექსკურსია:

ნოემბრის  თვეში პროექტით --- „სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“ -  ვესტუმრეთ გალაქტიონ და ტიციან ტაბიძის და ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმებს, აგრეთვე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, რამაც წარუშლელი შტაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.


პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი

 9.11.2023


თემა - ჯანსაღი ცხოვრების წესი - სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა

ეპიდემიისჭრილობებისა და ტრავმებისაგან თავის დაცვა.

დღის რეჟიმიფიზიკური კულტურა და სპორტი.

ვისაუბრე თემებზე: „სუფთა  გარემო“, „ჯანსაღი საკვები“,   „უსაფრთხოების წესები“ აღვნიშნე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია,  შევჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებასრაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებასყოველდღიურ ვარჯიშებსსწორი ძილის რეჟიმს და .ეს განავითარებს ჩვენს ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზმის სწორ ზრდა-განვითარებას.




 ბავშვები დიდი ინტერესით  მისმენდნენ. 
შემდეგ დავყავი ჯგუფებად. დავურიგე ბროშურები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთხოვე წაეკითხათ, დაემუშავებინათ, გაეგოთ მეტი ინფორმაციები .დაისვა საინტერესო კითხვები და პასუხებიც იყო შესაბამისად სრული. ჯგუფებს დაევალათ  შეექმნათ კედლის გაზეთები. ისინიც ხალისით  ხატავდნენ, ჭრიდნენ, აწებებდნენ. წარმოადგინეს ნამუშევრები, ისაუბრეს ნახატების შესახებ. შეიმუშავეს უსაფრთხოების წესები. ისაუბრეს ჯანსაღ საკვებზე და  მათ სარგებლიანობაზე. იმსჯელეს, რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს და როგორ მოქმედებს დანაგვიანებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბოლოს ყველამ ერთად დავალაგეთ ჩვენი დანაგვიანებული საკლასო ოთახი. ამით მიეჩვივნენ დასუფთავებას და მიხვდნენ, რომ სუფთა გარემო ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

  




 ჰიგიენა ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია, ის არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. ჩვენ რეგულარულად უნდა დავიბანოთ და ნივთები გავრეცხოთ.



აი, ხელებზე კი ცალკე უნდა ვისაუბროთ. ხელებით სხვადასხვა ნივთებს ხშირად ვეხებით, ნედლ საკვებს ვამზადებთ  და თუ მათ სათანადოდ არ დაიბანთ დაავადებას და უსიამოვნებას გამოიწვევთ. სწორედ ამიტომ, ხელის დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორად უნდა დაიბანოთ.


პირველი ნაბიჯი
ხელები წყლით დაისველეთ და საჭირო რაოდენობით საპონი წაისვით.

მეორე ნაბიჯი

ხელებზე ისე შეიზილეთ, რომ საპონი თანაბრად გადაანაწილოთ.

მესამე ნაბიჯი


სწორედ ასე შეიზილეთ ხელის ზურგზეც.

მეოთხე ნაბიჯი

ღრიჭო რომ მოიშოროთ, თითებს შორის ისე იმოძრავეთ, რომ მათ ერთმანეთი ჩაკეტოს.

მეხუთე ნაბიჯი

თითების უკანა ნაწილი კარგად უნდა დაიმასაჯოთ, თითის ბოლოები ერთმანეთით დაიზილეთ.

მეექვსე ნაბიჯი

ცერა თითი და მაჯის ბოლო ასევე გაიწმინდეთ.

მეშვიდე ნაბიჯი


და ბოლოს, ხელიდან საპონი მოიშორეთ და მშრალი პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ.