воскресенье, 27 ноября 2022 г.

რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს?

 

11 ნოემბერი -- სადამრიგებლო საათი
თემა - რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა. ვისაუბრეთ თუ რა მიზეზით შეიძლება მოვიტყუოთ -- თავდაცვის მიზნით შეიძლება დავმალოთ, მოვიგონოთ, რათა არ მივიღოთ შენიშვნა, ან არ დავისაჯოთ. ეს შეიძლება ჩვევად გვექცეს და ბოლოს მართალიც აღარ დაგვიჯერონ. გაიხსენეს ბავშვებმა მათი ნათქვამი ტყუილი, თუ რატომ მოიტყუეს, ან რა შედეგი მოჰყვა მათ ასეთ საქციელს. მეც ჩავერთე მათ და დავაფიქსირე, რომ ზოგჯერ და უფრო ხშირადაც სიზარმაცის გამო, ამა თუ იმ დავალების შეუსრულებლობის დროსაც ზოგჯერ ცდილობენ ტყუილის თქმას, რაც ძალიან გულსაწყვეტია. წავუკითხე ბავშვებს მოთხრობა „მატყუარა ბიჭი მიტო“, აგრეთვე ვიდეორგოლი „ტყუილზე დაფიცების შესახებ“. გაიხსენეს მოთხრობა „ცრუ“.

    ვიმსჯელეთ მატყუარა მიტოს შესახებ, ბავშვებმა შეასრულეს ჩანახატები, მისცეს  მიტოს რჩევები, ისაუბრეს საკუთარი თავის შესახებ, თუ როგორ აღმოეფხვრათ სიზარმაცე და მოუკლონ ტყუილის თქმას. აღვნიშნე რომ პატარა ტყუილიც კი იწვევს დიდ უნდობლობას.







25 ნოემბერი - სადამრიგებლო საათი

თემა - ჯანსაღი ცხოვრების წესი - სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა

ეპიდემიის, ჭრილობებისა და ტრავმებისაგან თავის დაცვა.

დღის რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და სპორტი.

ვისაუბრე თემებზე: „სუფთა  გარემო“, „ჯანსაღი საკვები“,   „უსაფრთხოების წესები“ აღვნიშნე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია,  შევჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებასრაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებასყოველდღიურ ვარჯიშებსსწორი ძილის რეჟიმს და .ეს განავითარებს ჩვენს ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზმის სწორ ზრდა-განვითარებას.



 ბავშვები დიდი ინტერესით  მისმენდნენ. 
შემდეგ დავყავი ჯგუფებად. დავურიგე ბროშურები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთხოვე წაეკითხათ, დაემუშავებინათ, გაეგოთ მეტი ინფორმაციები .დაისვა საინტერესო კითხვები და პასუხებიც იყო შესაბამისად სრული. ჯგუფებს დაევალათ  შეექმნათ კედლის გაზეთები. ისინიც ხალისით  ხატავდნენ, ჭრიდნენ, აწებებდნენ. წარმოადგინეს ნამუშევრები, ისაუბრეს ნახატების შესახებ. შეიმუშავეს უსაფრთხოების წესები. ისაუბრეს ჯანსაღ საკვებზე და  მათ სარგებლიანობაზე. იმსჯელეს, რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს და როგორ მოქმედებს დანაგვიანებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბოლოს ყველამ ერთად დავალაგეთ ჩვენი დანაგვიანებული საკლასო ოთახი. ამით მიეჩვივნენ დასუფთავებას და მიხვდნენ, რომ სუფთა გარემო ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

  



 ჰიგიენა ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია, ის არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. ჩვენ რეგულარულად უნდა დავიბანოთ და ნივთები გავრეცხოთ.



აი, ხელებზე კი ცალკე უნდა ვისაუბროთ. ხელებით სხვადასხვა ნივთებს ხშირად ვეხებით, ნედლ საკვებს ვამზადებთ  და თუ მათ სათანადოდ არ დაიბანთ დაავადებას და უსიამოვნებას გამოიწვევთ. სწორედ ამიტომ, ხელის დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორად უნდა დაიბანოთ.


პირველი ნაბიჯი
ხელები წყლით დაისველეთ და საჭირო რაოდენობით საპონი წაისვით.

მეორე ნაბიჯი

ხელებზე ისე შეიზილეთ, რომ საპონი თანაბრად გადაანაწილოთ.

მესამე ნაბიჯი


სწორედ ასე შეიზილეთ ხელის ზურგზეც.

მეოთხე ნაბიჯი

ღრიჭო რომ მოიშოროთ, თითებს შორის ისე იმოძრავეთ, რომ მათ ერთმანეთი ჩაკეტოს.

მეხუთე ნაბიჯი

თითების უკანა ნაწილი კარგად უნდა დაიმასაჯოთ, თითის ბოლოები ერთმანეთით დაიზილეთ.

მეექვსე ნაბიჯი

ცერა თითი და მაჯის ბოლო ასევე გაიწმინდეთ.

მეშვიდე ნაბიჯი


და ბოლოს, ხელიდან საპონი მოიშორეთ და მშრალი პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ.










Комментариев нет:

Отправить комментарий