13 ოქტომბერი - სასწავლო ექსკურსია
13 ოქტომბერს ვეწვიეთ სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალს, მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, რა ინფორმაციაც ჰქონდათ წინასწარ სათაფლიის დინოზავრების შესახებ, უფრო მეტი რამ გაეგოთ და სცოდნოდათ. ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ ძველ კოლხურ ტყეს, დინოზავრების ფიტულებსა და მათ ნაკვალევს. მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია ინფორმაციამ სათაფლიის მთის ფუტკრების შესახებ. საოცარი ინტერესით ათვალიერებდნენ გამოქვაბულს. სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს.
28 ოქტომბერი - სადამრიგებლო საათი
თემა - ქცევის წესები
მიზანი:
· მოსწავლეებისათვის
მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
· სკოლაში
ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;
· ხელი
შევუწყო კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე
გაუფრთხილდება სასკოლო, პირად თუ თანაკლასელთა ნივთებს.
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ
ერთად წარმატებული სწავლისა და თანამშრომლობისთვის სკოლაში გვჭირდება
წესები. განვუმარტე, რომ წესების დაცვას მივყავართ სასურველ შედეგამდე, წესების
დაუცველობას კი - არეულობამდე. მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ვერავინ შეძლებს
კარგად სწავლას, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ გაიგებს
მასწავლებლის ხმას, ვერ მოახდენენ საჭირო რეაგირებას დავალებაზე, ვერ მოისმენენ
საინტერესო საკითხებს. ყოველივე ამის მოგვარებაში კი ყველას ჩვენი „ მეგობარი“
წესები დაგვეხმარებოდა. მოსწავლეებს ვთხოვე თვითონ მოეფიქრებინათ და აზრი
გამოეთქვათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი,
ან მოყოლილი საინტერესო ზღაპარი კარგად მოესმინათ. მათ მოსაზრებებს
ვუკეთებდი ფორმულირებას:
Ø როცა
ერთი საუბრობს, სხვები ვუსმენთ.
Ø ერთმანეთს
პატივი ვცეთ.
Ø მასწავლებლის
დავალებები უნდა შეასრულო.
Ø გაკვეთილზე
არ უნდა იხმაურო.
Ø პატივი
უნდა სცე მეგობრის აზრს.
Ø უნდა
გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნივთებს.
წესები დავაფიქსირეთ ფორმატზე, რომელიც გამოვაკარით საკლასო ოთახში. ერთობლივი ძალით შევქმენით და კედელზე გამოვაკარით.
Комментариев нет:
Отправить комментарий