воскресенье, 27 ноября 2022 г.

რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს?

 

11 ნოემბერი -- სადამრიგებლო საათი
თემა - რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა. ვისაუბრეთ თუ რა მიზეზით შეიძლება მოვიტყუოთ -- თავდაცვის მიზნით შეიძლება დავმალოთ, მოვიგონოთ, რათა არ მივიღოთ შენიშვნა, ან არ დავისაჯოთ. ეს შეიძლება ჩვევად გვექცეს და ბოლოს მართალიც აღარ დაგვიჯერონ. გაიხსენეს ბავშვებმა მათი ნათქვამი ტყუილი, თუ რატომ მოიტყუეს, ან რა შედეგი მოჰყვა მათ ასეთ საქციელს. მეც ჩავერთე მათ და დავაფიქსირე, რომ ზოგჯერ და უფრო ხშირადაც სიზარმაცის გამო, ამა თუ იმ დავალების შეუსრულებლობის დროსაც ზოგჯერ ცდილობენ ტყუილის თქმას, რაც ძალიან გულსაწყვეტია. წავუკითხე ბავშვებს მოთხრობა „მატყუარა ბიჭი მიტო“, აგრეთვე ვიდეორგოლი „ტყუილზე დაფიცების შესახებ“. გაიხსენეს მოთხრობა „ცრუ“.

    ვიმსჯელეთ მატყუარა მიტოს შესახებ, ბავშვებმა შეასრულეს ჩანახატები, მისცეს  მიტოს რჩევები, ისაუბრეს საკუთარი თავის შესახებ, თუ როგორ აღმოეფხვრათ სიზარმაცე და მოუკლონ ტყუილის თქმას. აღვნიშნე რომ პატარა ტყუილიც კი იწვევს დიდ უნდობლობას.







25 ნოემბერი - სადამრიგებლო საათი

თემა - ჯანსაღი ცხოვრების წესი - სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა

ეპიდემიის, ჭრილობებისა და ტრავმებისაგან თავის დაცვა.

დღის რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და სპორტი.

ვისაუბრე თემებზე: „სუფთა  გარემო“, „ჯანსაღი საკვები“,   „უსაფრთხოების წესები“ აღვნიშნე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია,  შევჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებასრაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებასყოველდღიურ ვარჯიშებსსწორი ძილის რეჟიმს და .ეს განავითარებს ჩვენს ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზმის სწორ ზრდა-განვითარებას.



 ბავშვები დიდი ინტერესით  მისმენდნენ. 
შემდეგ დავყავი ჯგუფებად. დავურიგე ბროშურები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთხოვე წაეკითხათ, დაემუშავებინათ, გაეგოთ მეტი ინფორმაციები .დაისვა საინტერესო კითხვები და პასუხებიც იყო შესაბამისად სრული. ჯგუფებს დაევალათ  შეექმნათ კედლის გაზეთები. ისინიც ხალისით  ხატავდნენ, ჭრიდნენ, აწებებდნენ. წარმოადგინეს ნამუშევრები, ისაუბრეს ნახატების შესახებ. შეიმუშავეს უსაფრთხოების წესები. ისაუბრეს ჯანსაღ საკვებზე და  მათ სარგებლიანობაზე. იმსჯელეს, რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს და როგორ მოქმედებს დანაგვიანებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბოლოს ყველამ ერთად დავალაგეთ ჩვენი დანაგვიანებული საკლასო ოთახი. ამით მიეჩვივნენ დასუფთავებას და მიხვდნენ, რომ სუფთა გარემო ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

  



 ჰიგიენა ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია, ის არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. ჩვენ რეგულარულად უნდა დავიბანოთ და ნივთები გავრეცხოთ.



აი, ხელებზე კი ცალკე უნდა ვისაუბროთ. ხელებით სხვადასხვა ნივთებს ხშირად ვეხებით, ნედლ საკვებს ვამზადებთ  და თუ მათ სათანადოდ არ დაიბანთ დაავადებას და უსიამოვნებას გამოიწვევთ. სწორედ ამიტომ, ხელის დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორად უნდა დაიბანოთ.


პირველი ნაბიჯი
ხელები წყლით დაისველეთ და საჭირო რაოდენობით საპონი წაისვით.

მეორე ნაბიჯი

ხელებზე ისე შეიზილეთ, რომ საპონი თანაბრად გადაანაწილოთ.

მესამე ნაბიჯი


სწორედ ასე შეიზილეთ ხელის ზურგზეც.

მეოთხე ნაბიჯი

ღრიჭო რომ მოიშოროთ, თითებს შორის ისე იმოძრავეთ, რომ მათ ერთმანეთი ჩაკეტოს.

მეხუთე ნაბიჯი

თითების უკანა ნაწილი კარგად უნდა დაიმასაჯოთ, თითის ბოლოები ერთმანეთით დაიზილეთ.

მეექვსე ნაბიჯი

ცერა თითი და მაჯის ბოლო ასევე გაიწმინდეთ.

მეშვიდე ნაბიჯი


და ბოლოს, ხელიდან საპონი მოიშორეთ და მშრალი პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ.










пятница, 25 ноября 2022 г.

სასწავლო ექსკურსია

13 ოქტომბერი - სასწავლო ექსკურსია

13 ოქტომბერს ვეწვიეთ სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალს, მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, რა ინფორმაციაც ჰქონდათ წინასწარ სათაფლიის დინოზავრების შესახებ, უფრო მეტი რამ გაეგოთ და სცოდნოდათ. ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ ძველ კოლხურ ტყეს, დინოზავრების ფიტულებსა და მათ ნაკვალევს. მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია ინფორმაციამ სათაფლიის მთის ფუტკრების შესახებ. საოცარი ინტერესით ათვალიერებდნენ გამოქვაბულს. სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს.  


28 ოქტომბერი - სადამრიგებლო საათი

თემა - ქცევის წესები

მიზანი:

·        მოსწავლეებისათვის  მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;

·        სკოლაში ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;

·        ხელი შევუწყო კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე გაუფრთხილდება  სასკოლო, პირად თუ თანაკლასელთა ნივთებს.

მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ერთად  წარმატებული სწავლისა და თანამშრომლობისთვის სკოლაში გვჭირდება წესები. განვუმარტე, რომ წესების დაცვას მივყავართ სასურველ შედეგამდე, წესების დაუცველობას კი - არეულობამდე. მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ვერავინ შეძლებს კარგად სწავლას, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოახდენენ საჭირო რეაგირებას დავალებაზე, ვერ მოისმენენ საინტერესო საკითხებს. ყოველივე ამის მოგვარებაში კი ყველას ჩვენი „ მეგობარი“ წესები დაგვეხმარებოდა. მოსწავლეებს ვთხოვე თვითონ მოეფიქრებინათ და აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი, ან  მოყოლილი საინტერესო ზღაპარი კარგად მოესმინათ. მათ მოსაზრებებს ვუკეთებდი ფორმულირებას:

Ø  როცა ერთი საუბრობს, სხვები ვუსმენთ.

Ø  ერთმანეთს პატივი ვცეთ.

Ø  მასწავლებლის დავალებები უნდა შეასრულო.

Ø  გაკვეთილზე არ უნდა იხმაურო.

Ø  პატივი უნდა სცე მეგობრის აზრს.

Ø  უნდა გავუფრთხილდეთ  საკუთარ და სხვის ნივთებს.

 

წესები დავაფიქსირეთ ფორმატზე, რომელიც გამოვაკარით საკლასო ოთახში. ერთობლივი ძალით შევქმენით და კედელზე გამოვაკარით. 



რას ნიშნავს იყო მესამეკლასელი?

რას ნიშნავს, იყო მესამეკლასელი? 

ზაფხულის შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ-ჩვევები, მესამეკლასელის ინტერესები, ჰობი. 

რომელი გაკვეთილი მოენატრათ ყველაზე ძალიან?

რა მოლოდინები აქვთ ახალ სასწავლო წელს?

მოსწავლეებთან ერთად  ვისაუბრეთ რას ნიშნავს იყო მესამეკლასელი. დახატეს და აღწერეს 


თავიანთ ზაფხულის შთაბეჭდილებები. ისაუბრეს თავიანთ მოლოდინებსა და ინერესებზე.