четверг, 6 июля 2023 г.

როგორ ვითამაშოთ საჭადრაკო ტურნირების წესებით:
ბევრი ტურნირი იყენებს საერთო, მსგავს წესებს. ეს წესები შეიძლება არ შეესაბამებოდეს სახლში ან ონლაინში თამაშის წესებს, მაგრამ თქვენ ალბათ, მაინც მოგინდებათ მათში ითამაშოთ.  
 შეეხე-ითამაშე - თუ მოთამაშე შეეხო თავის ფიგურას, მან უნდა გადააადგილოს ეს ფიგურა თუ მას აქვს ლეგალური სვლა. თუ მოთამაშე შეეხო ოპონენტის ფიგურას, მან უნდა აიყვანოს ეს ფიგურა. თუ მოთამაშეს სურს შეეხოს ფიგურას დაფაზე გასწორების მიზნით, მან წინასწარ უნდა გამოაცხადოს ეს, სიტყვით "ვასწორებ". 

საათები და ტაიმერები
ტურნირთა უმრავლესობა იყენებს ტაიმერს თითოეულ თამაშზე დახარჯულ დროის დასარეგულირებლად, არა ყოველ სვლაზე. ორივე მოთამაშეს ენიჭება თანაბარი დრო თამაშზე. დროს მოთამაშე ანაწილებს საკუთარი სურვილის მიხედვით. როგორც კი მოთამაშე გააკეთებს სვლას, ის აჭერს ღილაკს ან არტყამს ბერკეტს, ოპონენტის საათის ჩასართავად. თუ მოთამაშეს ამოეწურება დრო და მისი ოპონენტი ჩართავს მის საათს, მაშინ დროამოწურულ მოთამაშეს ეთვლება წაგება (თუ ოპონენტს აქვს საკმარისი ფიგურები დაშამათებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ყაიმი).



Комментариев нет:

Отправить комментарий