საათები და ტაიმერები ტურნირთა უმრავლესობა იყენებს ტაიმერს თითოეულ თამაშზე დახარჯულ დროის დასარეგულირებლად, არა ყოველ სვლაზე. ორივე მოთამაშეს ენიჭება თანაბარი დრო თამაშზე. დროს მოთამაშე ანაწილებს საკუთარი სურვილის მიხედვით. როგორც კი მოთამაშე გააკეთებს სვლას, ის აჭერს ღილაკს ან არტყამს ბერკეტს, ოპონენტის საათის ჩასართავად. თუ მოთამაშეს ამოეწურება დრო და მისი ოპონენტი ჩართავს მის საათს, მაშინ დროამოწურულ მოთამაშეს ეთვლება წაგება (თუ ოპონენტს აქვს საკმარისი ფიგურები დაშამათებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ყაიმი).
четверг, 6 июля 2023 г.

როგორ შევძლოთ აყვანა გავლით ჭადრაკში:
ბოლო წესს პაიკებზე ჰქვია "აყვანა გავლით". თუ პაიკი გადაადგილდება ორი უჯრით მისი პირველი სვლის დროს, და ამის გაკეთების შედეგად აღმოჩნდება ოპონენტის პაიკის გვერდზე (ეფექტურად აირიდებს თავიდან ოპონენტის პაიკის მიერ მისი აყვანის შესაძლებლობას), ასეთ შემთხვევაში ოპონენტის პაიკს შეუძლია მოცემული პაიკის აყვანა. ეს განსაკუთრებული სვლა უნდა განხორციელდეს პირველი პაიკის მიერ სვლის გაკეთებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ამ გზით აყვანის უფლება იკარგება. ამ უცნაური, მაგრამ მნიშვნელოვანი წესის უკეთ გასაგებად დააწკაპუნეთ ქვედა მაგალითს.
როგორ გავაკეთოთ როქი:
თამაშის მიზანია დავაშამათოთ მეტოქის მეფე. ეს ხდება მაშინ როდესაც მეფე ქიშის ქვეშაა და არ შეუძლია თავი დააღწიოს ქიშს. არსებობს მხოლოდ სამი გზა მეფემ აიცილოს ქიში: გადავიდეს გზიდან (მაგრამ არ შეუძლია როქირება!), დაბლოკოს ქიში სხვა ფიგურით, ან აიყვანოს ფიგურა რომელიც ემუქრება. თუ მეფე შამათს თავს ვეღარ აღწევს - თამაში დასრულებულია. როგორც წესი მეფეს არ ეხებიან და დაფიდან არ ხსნიან, თამაში უბრალოდ ცხადდება დასრულებულად
როგორ მოძრაობს პაიკი:
ჭადრაკში პაიკები გამონაკლისები არიან, რადგან ისინი მოძრაობენ და იყვანენ ოპონენტის ფიგურას განსხვავებული გზებით: ისინი მოძრაობენ პირდაპირ, მაგრამ იყვანენ დიაგონალზე. პაიკებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი უჯრით წინ გადაადგილება თითოეული მოძრაობისას, გარდა თავიანთი პირველი სვლისა, როცა მათ შეუძლიათ 2 უჯრით წინ გადაადგილება. პაიკები იყვანენ მხოლოდ მათ წინა დიაგონალურ უჯრაზე. პაიკებს არ შეუძლიათ მოძრაობა ან აყვანა უკან. თუკი ფიგურა არის მოცემული პაიკის წინ, მაშინ პაიკს არ შეუძლია არც მისი აყვანა და არც წინ გადაადგილება.
როგორ მოძრაობს ლაზიერი ჭადრაკში:
ლაზიერი ყველაზე ძლიერი ფიგურაა. მას შეუძლია ნებისმიერი სწორი მიმართულებით მოძრაობა - წინ, უკან, გვერდებზე, და დიაგონალურად - მანამ, სანამ საკუთარ ფიგურებს არ შეეხება. და, როგორც სხვა ფიგურების შემთხვევაში, თუკი ლაზიერი აიყვანს ოპონენტის ფიგურას, მისი სვლა დასრულებულია. შენიშნეთ, თუ როგორ იყვანს თეთრი ლაზიერი შავ ლაზიერს და ამის შემდეგ შავი მეფე იძულებულია გადაადგილდეს.