საათები და ტაიმერები ტურნირთა უმრავლესობა იყენებს ტაიმერს თითოეულ თამაშზე დახარჯულ დროის დასარეგულირებლად, არა ყოველ სვლაზე. ორივე მოთამაშეს ენიჭება თანაბარი დრო თამაშზე. დროს მოთამაშე ანაწილებს საკუთარი სურვილის მიხედვით. როგორც კი მოთამაშე გააკეთებს სვლას, ის აჭერს ღილაკს ან არტყამს ბერკეტს, ოპონენტის საათის ჩასართავად. თუ მოთამაშეს ამოეწურება დრო და მისი ოპონენტი ჩართავს მის საათს, მაშინ დროამოწურულ მოთამაშეს ეთვლება წაგება (თუ ოპონენტს აქვს საკმარისი ფიგურები დაშამათებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ყაიმი).
четверг, 6 июля 2023 г.

როგორ შევძლოთ აყვანა გავლით ჭადრაკში:
ბოლო წესს პაიკებზე ჰქვია "აყვანა გავლით". თუ პაიკი გადაადგილდება ორი უჯრით მისი პირველი სვლის დროს, და ამის გაკეთების შედეგად აღმოჩნდება ოპონენტის პაიკის გვერდზე (ეფექტურად აირიდებს თავიდან ოპონენტის პაიკის მიერ მისი აყვანის შესაძლებლობას), ასეთ შემთხვევაში ოპონენტის პაიკს შეუძლია მოცემული პაიკის აყვანა. ეს განსაკუთრებული სვლა უნდა განხორციელდეს პირველი პაიკის მიერ სვლის გაკეთებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ამ გზით აყვანის უფლება იკარგება. ამ უცნაური, მაგრამ მნიშვნელოვანი წესის უკეთ გასაგებად დააწკაპუნეთ ქვედა მაგალითს.
როგორ გავაკეთოთ როქი:
თამაშის მიზანია დავაშამათოთ მეტოქის მეფე. ეს ხდება მაშინ როდესაც მეფე ქიშის ქვეშაა და არ შეუძლია თავი დააღწიოს ქიშს. არსებობს მხოლოდ სამი გზა მეფემ აიცილოს ქიში: გადავიდეს გზიდან (მაგრამ არ შეუძლია როქირება!), დაბლოკოს ქიში სხვა ფიგურით, ან აიყვანოს ფიგურა რომელიც ემუქრება. თუ მეფე შამათს თავს ვეღარ აღწევს - თამაში დასრულებულია. როგორც წესი მეფეს არ ეხებიან და დაფიდან არ ხსნიან, თამაში უბრალოდ ცხადდება დასრულებულად
როგორ მოძრაობს პაიკი:
ჭადრაკში პაიკები გამონაკლისები არიან, რადგან ისინი მოძრაობენ და იყვანენ ოპონენტის ფიგურას განსხვავებული გზებით: ისინი მოძრაობენ პირდაპირ, მაგრამ იყვანენ დიაგონალზე. პაიკებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი უჯრით წინ გადაადგილება თითოეული მოძრაობისას, გარდა თავიანთი პირველი სვლისა, როცა მათ შეუძლიათ 2 უჯრით წინ გადაადგილება. პაიკები იყვანენ მხოლოდ მათ წინა დიაგონალურ უჯრაზე. პაიკებს არ შეუძლიათ მოძრაობა ან აყვანა უკან. თუკი ფიგურა არის მოცემული პაიკის წინ, მაშინ პაიკს არ შეუძლია არც მისი აყვანა და არც წინ გადაადგილება.
როგორ მოძრაობს ლაზიერი ჭადრაკში:
ლაზიერი ყველაზე ძლიერი ფიგურაა. მას შეუძლია ნებისმიერი სწორი მიმართულებით მოძრაობა - წინ, უკან, გვერდებზე, და დიაგონალურად - მანამ, სანამ საკუთარ ფიგურებს არ შეეხება. და, როგორც სხვა ფიგურების შემთხვევაში, თუკი ლაზიერი აიყვანს ოპონენტის ფიგურას, მისი სვლა დასრულებულია. შენიშნეთ, თუ როგორ იყვანს თეთრი ლაზიერი შავ ლაზიერს და ამის შემდეგ შავი მეფე იძულებულია გადაადგილდეს.
понедельник, 26 июня 2023 г.
ივნისის თვეში თვალსაწიერის გაფართოების მიზნით:
მესამე კლასელები და მეც მატ შორის, მშობელთა ჩართულობით ვეწვიეთ მცხეთას -- ჩვენ ვკითხულობთ თამაზ წოწონავას საბავშვო ისტორიას, წმინდა ნინოს შემობრძანება საქართველოში. მოვილოცეთ, დავათვალიერეთ, ჯვრის მონასტრის ტაძრის ეზოში წავიკითხეთ სვეტიცხოვლის ტაძრის აგების, აგრეთვე საქართველოს გაქრისტიანების შესახებ ისტორიული ნარკვევები. ვისიამოვნეთ და მოვიხიბლეთ ჩვენი ქვეყნის სილამაზით. სვეტიცხოველი მართლაც პატარა იერუსალიმი.
ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა
10.05.2023
საინტერესოდ წარიმართა სადამრიგებლო საათი თემაზე "ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა"
ვნახეთ საქართველოს ისტორიულ თემაზე ვიდეორგოლები, აგრეთვე ვისაუბრეთ "ქუთაისის"
შესახებ, ბავშვებმა დიდი სიყვარულით ისაუბრეს თავიანთისოფლის ისტორიაზე.
– მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? - ჰკითხა ნინომ.
მაშინ ყოვლადწმინდა დედოფალმა კელიის გვერდით ამოსული ვაზის რტოებისაგან შექმნა ჯვარი, წმინდა ნინოს მიაწოდა და უთხრა:
– აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.
вторник, 9 мая 2023 г.
ვნების კვირა
5 აპრილი 2023 წლის
ვნების კვირა
ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.
ამ კვირის დიდ ხუთშაბათს მოეწყო კლასში ისო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი საბავშვო ფილმის ჩვენება. ფილმის მსვლელობისას გზადაგზა ხდებოდა მოსწავლეებისთვის უცხო სიტყვების ახსნა და ნაწყვეტების განხილვა:
19 აპრილი 2023
დროის ყადრი
"დროის ყადრი ადამიანმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლო"
დროის ყადრთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი, შემდეგ იმსჯელეს თუ რა ფასი აქვს დროს ადამიანის ცხოვრბაშიhttps://www.youtube.com/watch?v=z4WV9dakHbY
"ციცქნა გოგო-ბიჭების ამბები"
20 მარტი 2023 წლი
"ციცქნა გოგო-ბიჭების ამბები"
ბავშვებს საყვარელი მწერლების, მათი მოთხრობების პერსონაჟების დიდმა სიყვარულმა, სურვილი გაუჩინა თვითონაც შეერჩიათ ფსვდონიმები და შეექმნათ, თხზულებები სვადასხვა საინტერსო ამბები, ზღაპრები და ლექსები.
ამიტომ გადავწყვიტეს სათაურით "ციცქნა გოგო-ბჭების ამბები" შეექმნათ საკუთარი წიგნი-რვეულები, თავიანთი ავტოპორტრეტებითა და ფსევდონიმებით.
კლასში ყოველი თვის ერთ გაკვეთილს ვუთმობთ ლიტერატურის საღამოს. ისინი ერთმანთს უკითხავენ თავიანთ შექმნილ, ილუსტრაციებით გაფორმბულნაწარმოებებს:
вторник, 21 марта 2023 г.
"ზამთრის სიზმარი"
მოსწავლეებმა საახალწლოდ საკლასო ოთახის მორთვა გადაწყვიტეს. გადაწყვეტილება მივიღეთ დაგვემზადებინა კრეატიული ნაძვის ხე. გირჩებით შექმნილი ნაძვის ხე და თეთრი ქაღალდით შექმნილი აპლიკაცია "ზამთრის სიზმარი", მართლაც თვალისმომჭრელი სილამაზით გამოირჩეოდა.
воскресенье, 19 марта 2023 г.
დედა - სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის
დედა - სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის
დედის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ, საქართველოში კი დედის დღე 1991 წელს დაწესდა.