26.12.2025
ხათუნა ჯამალაშვილის დღიურები
среда, 14 января 2026 г.
ურთიერთობა უფროსებთან, თანაკლასელებთან
28.11.2025
ურთიერთობა უფროსებთან, თანაკლასელებთან
ადამიანები ერთმანეთისგან იზოლირებულად ვერ იცხოვრებენ. ურთიერთქმედების პროცესში იქმნება ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.
ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობები
14.11.2025
ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა
დაფაზე ვწერ სიტყვას „თანამშრომლობა“ და ვთხოვ მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე ვწერ მოსწავლეთა მოსაზრებებს.
საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.
ვესაუბრები მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.
მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ. კარგია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.
ვეუბნები მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელია შემდეგი:
ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;
მოლაპარაკების უნარი;
საქმიანობისას როლების სწორად გადანაწილების უნარი.
შემდეგ ვეკითხები, თუ რა უნარებია კიდევ აუცილებელი თანამშრომლობისთვის?
თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას ვთავაზობ.
აქტივობა 1. „ხელთათმანები“
მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას ვაძლევ: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენს კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისთვის ერთ დავალებას მოგცემთ:
მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანის გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ
დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.
დავალების შესრულების შემდეგ კედელზე ვაკრავთ მოსწავლეთა ნამუშევრებს.
შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანამშრომლობა.
„სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია
21.10.2025
„სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“
კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისათვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც, ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განავითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას.
სწორედ ამიტომ ჩემს სადამრიგებლო კლასში მოეწყო სასწავლო ექსკურსია:
ოქტომბრის თვეში პროექტით --- „სახლ-მუზეუმებით მოყოლილი ისტორია“ ვესტუმრეთ იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმს, აგრეთვე მოვილოცთ ძამას ხეობაში ყინწვისის, ორთუბნის, სარკინეთის მამათა და დედათა მონასტრები, რამაც წარუშლელი შტაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.
კლასის წესების შემუშავება.
17.10.2025
თემა - ქცევის წესები
მიზანი: ხელი შევუწყო კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე გაუფრთხილდება სასკოლო, პირად თუ თანაკლასელთა ნივთებს.კლასში ქცევის წესების შემუშავება. წესები ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა და ურთიერთობაში (უფროსებთან
მისალმების, მიმართვის, ”თქვენ“ ფორმის გამოყენების საჭიროება, ხელის აწევის კულტურა, საკლასო ნივთების მოვლის აუცილებლობა;
საკუთარი და სხვისი საკუთრების გაფრთხილება).
· მოსწავლეებისათვის მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
· სკოლაში ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;
·
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ერთად წარმატებული სწავლისა და თანამშრომლობისთვის სკოლაში გვჭირდება წესები. განვუმარტე, რომ წესების დაცვას მივყავართ სასურველ შედეგამდე, წესების დაუცველობას კი - არეულობამდე. მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ვერავინ შეძლებს კარგად სწავლას, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოახდენენ საჭირო რეაგირებას დავალებაზე, ვერ მოისმენენ საინტერესო საკითხებს. ყოველივე ამის მოგვარებაში კი ყველას ჩვენი „ მეგობარი“ წესები დაგვეხმარებოდა. მოსწავლეებს ვთხოვე თვითონ მოეფიქრებინათ და აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი, ან მოყოლილი საინტერესო ზღაპარი კარგად მოესმინათ. მათ მოსაზრებებს ვუკეთებდი ფორმულირებას:
Ø როცა ერთი საუბრობს, სხვები ვუსმენთ.
Ø ერთმანეთს პატივი ვცეთ.
Ø მასწავლებლის დავალებები უნდა შეასრულო.
Ø გაკვეთილზე არ უნდა იხმაურო.
Ø პატივი უნდა სცე მეგობრის აზრს.
Ø უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნივთებს.
წესები დავაფიქსირეთ ფორმატზე, რომელიც გამოვაკარით საკლასო ოთახში. ერთობლივი ძალით შევქმენით და კედელზე გამოვაკარით.
ფანტაზია - რაში ეხმარება ადამიანებს ფანტაზია?
03.10.2025
ბავშვებს საყვარელი მწერლების, მათი მოთხრობების პერსონაჟების დიდმა სიყვარულმა, სურვილი გაუჩინა თვითონაც შეერჩიათ ფსვდონიმები და შეექმნათ, თხზულებები სვადასხვა საინტერსო ამბები, ზღაპრები და ლექსები.
ამიტომ გადავწყვიტეს სათაურით "ციცქნა გოგო-ბჭების ამბები" შეექმნათ საკუთარი წიგნი-რვეულები, თავიანთი ავტოპორტრეტებითა და ფსევდონიმებით.
კლასში ყოველი თვის ერთ გაკვეთილს ვუთმობთ ლიტერატურის საღამოს. ისინი ერთმანთს უკითხავენ თავიანთ შექმნილ, ილუსტრაციებით გაფორმბულნაწარმოებებს:
ფანტაზია - რაში ეხმარება ადამიანებს ფანტაზია? მესამეკლასელებს? მხატვრებს? მწერლებს? ფანტაზია და ტყუილი - მათ შორის განსხვავება; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა
მატყუარა ბიჭი მიტო
ერთ სოფელში ბიჭუნა ცხოვრობდა, სახელად მიტო. მიტო ძალიან თბილ და მეგობრულ ოჯახში იზრდებოდა.
მიტო ძალიან მხიარული და კეთილი ბიჭუნა გახლდათ, მაგრამ ძალიან უყვარდა ტყუილების თქმა. ის ატყუებდა ყველას: მეგობრებს, მშობლებს, მეზობლებს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ასეთი რამ არ შეემთხვა:
გაზაფხულის ერთ თბილ დილას, როდესაც ჩიტები ძალიან ადრე იწყებენ ჭიკჭიკს, მიტოს ადრე გაეღვიძა. დედისგან აიღო ნებართვა, რომ ეზოში ეთამაშა.
დედიკომ მიტოს სთხოვა, რომ ჭიშკრის იქით არ გასულიყო.
მიტო ეზოში ისე გაერთო, რომ დედის თხოვნა სულ დაავიწყდა. ძალიან მოუნდა გასეინება.
ჭიშკარი გააღო და ტყის გზას დაადგა. ტყე ძალიან ლამაზი იყო გვიან გაზაფხულზე. უამრავი ყვავილი ერთად ყვაოდა. ყვავილებს შორის, ფოთლებს შიგნით, კი პატარა მარწყვები მოსჩანდა.
მარწყვის შეგროვებაში მიტო ისე გაერთო, რომ შეუმჩნევლად უღრან ტყეში აღმოჩნდა. ამ დროს მეტყევის ქოხი შენიშნა, ძალიან გაუხარდა. ქოხის კიბეზე პატარა ბიჭუნა იჯდა. მიტომ ბიჭუნას სოფლისაკენ მიმავალი გზა ჰკითხა. ბიჭუნამ დიდი ხალისით უჩვენა გზა. მიტო გზას დაადგა, მაგრამ ტყე თანდათან უფრო დაბურული და ბნელი ხდებოდა. ნუთუ ბიჭუნამ მომატყუა?
ფიქრობდა შეშინებული მიტო და არ იცოდა, რომ მეტყევეს ბიჭუნა მასავით მატყუარა იყო.
ამ დროს ცა მოიქუფრა, ატყდა ჭექა-ქუხილი. წვიმაც დაიწყო. შეშინებული მიტო წვიმაში მიიკვლევდა გზას. ბოლოს ისე დაიღალა, რომ დიდი მუხის ძირას ჩაეძინა.
ამ დროს მიტოს სოფელში ნამდვილი აურზაური იყო ამტყდარი. წვიმის მიუხედავად მთელი სოფელი სანათებით მიიკვლევდა გზას და მიტოს ეძებდა.
ამ დროს ერთმა სოფლელმა კაცმა მიტოს ქუდი იპოვა. იმედი მიეცათ სოფლელებს და მალე იპოვეს კიდეც გალუმპული მიტო.
გახარებული დედა მიტოს გულში იხუტებდა და იმეორებდა, რატომ მომატყუე დედიკო, რატომ გახვედი ეზოდანო.
იმ საღამოსვე მიტოს მაღალი სიცხე მისცა. ორ დღეში კი გამოჯანმრთელდა, როგორც სიცხისგან, ასევე ტყუილების თქმის მავნე ჩვევისგან.








