пятница, 10 января 2025 г.

საახალწლო განწყობის შექმნა.

 25. 12. 2024წ. 


        საახალწლო სამზადისი მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით - „ზამთარი გურიაში“.

               აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა მშობლებიც, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო












 















ქუჩაში მოძრაობის წესების ცოდნა.

 06. 12. 2024 წ.


უსაფრთხოება - მშობლების, მეგობრების მისამართის ცოდნის აუცილებლობა, ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესები.



მავნე ჩვევების საფრთხე შინ და გარეთ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაუკითხავად გამოყენება, შესვენების დროს კიბეებზე სირბილი.




დღის რეჟიმი.

 22. 11. 2024 წ.


ერთად მოსწავლეების ჩართულობით შევქმენით დღის რეჟიმი.
დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული საქმიანობები, მათი დაგეგმვის აუცილებლობა.



სტუმრად სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში.

 08. 11. 2024 წ.





         მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, რა ინფორმაციაც ჰქონდათ წინასწარ სათაფლიის დინოზავრების შესახებ, უფრო მეტი რამ გაეგოთ და სცოდნოდათ. ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ ძველ კოლხურ ტყეს, დინოზავრების ფიტულებსა და მათ ნაკვალევს. მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია ინფორმაციამ სათაფლიის მთის ფუტკრების შესახებ. საოცარი ინტერესით ათვალიერებდნენ გამოქვაბულს. სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს. 













სტუმრად ოტიას ეზოში.

25. 10. 2024წ.



         საკლასო და სასკოლო პროექტის ფარგლებშიჩვენ ვკითხულობთ დაჩის ზღაპრებს“, მოეწყო გასვლითი გაკვეთილი ,,ოტიას ეზო“. 

ვეწვიეთ ოტია იოსელიანის სახლმუზეუმს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში. 





 

კლასში ქცევის წესების შემუშავება

 04. 10. 2024წ.



თემა - ქცევის წესები

მიზანი ხელი შევუწყო კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე გაუფრთხილდება  სასკოლო, პირად თუ თანაკლასელთა ნივთებს.კლასში ქცევის წესების შემუშავება. წესები ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა და ურთიერთობაში (უფროსებთან

მისალმების, მიმართვის, ”თქვენ“ ფორმის გამოყენების საჭიროება, ხელის აწევის კულტურა, საკლასო ნივთების მოვლის აუცილებლობა;

საკუთარი და სხვისი საკუთრების გაფრთხილება).

·        მოსწავლეებისათვის  მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;

·        სკოლაში ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;



      

მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ერთად  წარმატებული სწავლისა და თანამშრომლობისთვის სკოლაში გვჭირდება წესები. განვუმარტე, რომ წესების დაცვას მივყავართ სასურველ შედეგამდე, წესების დაუცველობას კი - არეულობამდე. მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ვერავინ შეძლებს კარგად სწავლას, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოახდენენ საჭირო რეაგირებას დავალებაზე, ვერ მოისმენენ საინტერესო საკითხებს. ყოველივე ამის მოგვარებაში კი ყველას ჩვენი „ მეგობარი“ წესები დაგვეხმარებოდა. მოსწავლეებს ვთხოვე თვითონ მოეფიქრებინათ და აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი, ან  მოყოლილი საინტერესო ზღაპარი კარგად მოესმინათ. მათ მოსაზრებებს ვუკეთებდი ფორმულირებას:

Ø  როცა ერთი საუბრობს, სხვები ვუსმენთ.

Ø  ერთმანეთს პატივი ვცეთ.

Ø  მასწავლებლის დავალებები უნდა შეასრულო.

Ø  გაკვეთილზე არ უნდა იხმაურო.

Ø  პატივი უნდა სცე მეგობრის აზრს.

Ø  უნდა გავუფრთხილდეთ  საკუთარ და სხვის ნივთებს.

 

წესები დავაფიქსირეთ ფორმატზე, რომელიც გამოვაკარით საკლასო ოთახში. ერთობლივი ძალით შევქმენით და კედელზე გამოვაკარით. 




რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი?

 20. 09. 2024წ.



რას ნიშნავს, იყო მეორეკლასელი? 

ზაფხულის შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ-ჩვევები, მეორეკლასელის ინტერესები, ჰობი. 

რომელი გაკვეთილი მოენატრათ ყველაზე ძალიან?

რა მოლოდინები აქვთ ახალ სასწავლო წელს?

მოსწავლეებთან ერთად  ვისაუბრეთ რას ნიშნავს იყო მესამეკლასელი. დახატეს და აღწერეს თავიანთ ზაფხულის შთაბეჭდილებები. ისაუბრეს თავიანთ მოლოდინებსა და ინერესებზე.