ივნისის თვეში თვალსაწიერის გაფართოების მიზნით:
მესამე კლასელები და მეც მატ შორის, მშობელთა ჩართულობით ვეწვიეთ მცხეთას -- ჩვენ ვკითხულობთ თამაზ წოწონავას საბავშვო ისტორიას, წმინდა ნინოს შემობრძანება საქართველოში. მოვილოცეთ, დავათვალიერეთ, ჯვრის მონასტრის ტაძრის ეზოში წავიკითხეთ სვეტიცხოვლის ტაძრის აგების, აგრეთვე საქართველოს გაქრისტიანების შესახებ ისტორიული ნარკვევები. ვისიამოვნეთ და მოვიხიბლეთ ჩვენი ქვეყნის სილამაზით. სვეტიცხოველი მართლაც პატარა იერუსალიმი.